Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.


მედიცინის აკადემიური დოქტორი და ნეიროოტოლოგი

ეკატერინე ხარხელი

ეკატერინე ხარხელი

საკონტაქტო ინფორმაცია


+(995) 551 190 167+(995) 597 588 538

info@audiology.ge

10:00 – 16:00


აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში საქართველოში ერთადერთი ნეიროოტოლოგიის დეპარტამენტი ფუნქციონირებს, რომელსაც ექიმი-ნეიროოტოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ეკატერინე ხარხელი ხელმძღვანელობს. ნეიროოტოლოგიურ დეპარტამენტში სმენა-ვესტიბულური სისტემის სხვადასხვა დარღვევებით მიმდინარე დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია წარმოებს. ძირითადად ეს დაავადებებია:

1. გარეთა, შუა და შიგნითა ყურის ანთებითი პროცესები;
2. ცნობილი თუ უცნობი ეტიოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული სენსონევრალური ტიპის სმენის უეცარი დაქვეითება;
3. სენსონევრალური ტიპის სმენის ქრონიკული დაქვეითება;
4. ლაბირინთიტები;
5. მენიერის დაავადება;
6. ვესტიბულური ნევრიტი;
7. ვესტიბულური შაკიკი;
8. კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუსხვევა;
9. ფსიქოგენური თავბრუსხვევა;
10. აკუსტიკური ნევრინომა/ვესტიბულური შვანომა;
11. ასაკობრივი ვესტიბულური დარღვევები;
12. ბილატერალური ვესტიბულური დეფიციტი;
13. კისრისმიერი თავბრუსხვევა;
14. ოტო- და ვესტიბულოტოქსიკოზი;
15. პედიატრიული ვესტიბულური დარღვევები;
16. CANVA-ს სინდრომი;
17. პოსტურალურ-პერცეპტუალური დისბალანსი;
18. ზედა ნახევარრკალოვანი არხის დეჰისცენცია;
19. ტინიტუსი (ყურებში სუბიექტური ან ობიექტური ხმაურის შეგრძნება);
20. ვესტიბულური ჰიპერაკუზია.

ვესტიბულური აპარატის კვლევა აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში ინსტრუმენტული და არაინსტრუმენტული მეთოდებით წარმოებს. პირველი კომპიუტერულ ვესტიბულო-მეტრიას გულისხმობს, რომლის დიაპაზონი გაიზარდა და სტანდარტულ ვესტიბულო-ოკულარულ და რეტინო-ოკულარულ ტესტებთან ერთად თანამედროვე ინოვაციურ მეთოდებსაც მოიცავს, კერძოდ, ესენია: ოკულარული და ცერვიკალური ვესტიბულური გამოწვეული მიოგენური პოტენციალების, ვგმპ-ების რეგისტრაციის ტესტები. აღნიშნულ პროცედურათა ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პათოლოგიების დიაგნოსტიკაში, როგორებიცაა: მენიერის დაავადება, ზედა ნახევარრკალოვანი არხის დეჰისცენცია, რეტროლაბირინთული პათოლოგიების დიაგნოსტიკა, მით უფრო, როცა ვესტიბულური პათოლოგია სმენის ნერვის დაზიანებასთან არის შეწყვილებული.

კვლევის შედეგების საფუძველზე ნეიროოტოლოგი განსზაღვრავს მკურნალობის ტაქტიკას, რომელიც რეპოზიციული ან ვესტიბულური დეფიციტის სარეაბილიტაციო ვარჯიშების გარდა, ცალკეულ შემთხვევებში ინფუზიურ თერაპიასაც მოიცავს. ინტრავენური ინფუზიები ბევრად აჩქარებს პერიფერიული ვესტიბულური პათოლოგიების, კერძოდ, ვესტიბულური ნევრიტების ან ლაბირინთიტების განკურნების პროცესს.

ნეიროოტოლოგიურ დეპარტამენტში სმენა-ვესტიბულური დარღვევების გარდა ტინიტუსის მკურნალობაც წარმოებს. ტინიტუსი ბგერის ან ხმაურის პერცეფიციას (აღქმას) წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა პათოლოგიებისას აღმოცენდება. არსებობს სუბიექტური და ობიექტური ტინიტუსი. სუბიექტური ტინიტუსი აკუსტიკური სტიმულაციის გარეშე აღმოცენდება და ამდენად, პაციენტის ფანტომურ განცდას განეკუთვნება, ობიექტური ანუ სომატური ტინიტუსი ჩვენივე სხეულში აღმოცენებული ხმაურის აღქმას წარმოადგენს. ტინიტუსის მკურნალობა ჩვენს ცენტრში ინდივიდუალური მიდგომებით წარმოებს. კერძოდ, სათანდო ტესტების დახმარებით განისაზღვრება ტინიტუსის სახე, სიმწვავე, სხვა დაავადებებთან შეჭიდულობა. რის შემდეგაც დგინდება კომპლექსური მკურნალობის ინდივიდუალური სქემა, რომელიც ხშირად ინფუზიურ, ჰაბიტუალურ და ადაპტაციურ თერაპიას მოიცავს.


Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.
logo-white-foot

შპს აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში აუდილოგიური პროფილის დიაგნოსტიკური, საპრევენციო, საჰიბილატაციო-სარეჰიბილიტაციო პროცედურები ხორციელდება.

უახლესი სიახლეები

    2017-18. ყველა უფლება დაცულია.