სმენის დარღვევების დიაგნოსტიკა ბავშვებში სპეციალიზირებული კომპიუტერული სისტემის გამოყენებით წარმოებს. ტვინის ღეროს და/ან ქერქის სმენის გამოწვეული პოტენციალების ჩანაწერთა მიხედვით სმენის დაქვეითების ხასიათი და ხარისხი დგინდება. სმენის დაქვეითება მეტყველების და, შესაბამისად, ბავშვის ინტელექტის განვითარების შეფერხებას იწვევს. გამომდინარე აქედან, სმენის დაქვეითების დროულ გამოვლენას და ჰაბილიტაციისა თუ რეჰაბილიტაციის სათანადო პროცედურების დროულადვე დაწყებას ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს.