შპს აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში პათოლოგიური მეტყველების რეაბილიტაციის განყოფილება ფუნქციონირებს. მას მეტყველების ჰაბილიტაციის თერაპევტი, დეფექტოლოგი, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საქართველოს ოტორინოლარიონგოლოგთა ასოციაციის წევრი მზია ზენაიშვილი ხელმძღვანელობს. განყოფილებაში მეტყველებადარღვეულებში პათოლოგიის მიზეზი ირკვევა და სათანადო საჰაბილიტაციო პროცედურათა კომპლექსი ინიშნება.
მრავალწლიანი პრაქტიკის, გამოკვლევების და მკურნალობის შედეგთა გათვალისწინებით მზია ზენაიშვილის მიერ ლოგონევროზის, ანუ ენაბლუობის, ანუ ენის ბორძიკის (stammering, stattering; заикание, запинка) მკურნალობის ეფექტური და უნიკალური მეთოდები არის შემუშავებული და პრაქტიკაში დანერგილი.
აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრი ლოგონევროზის, ანუ ენაბლუობის, ანუ ენის ბორძიკის მკურნალობის კურსზე მსურველთა მიღების მზადყოფნას აცხადებს. მაძიებელთა ასაკი შეზღუდული არ არის.