Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.


სმენის გამოკვლევა: აუდიომეტრია


სმენის გამოკვლევის ძირითად მეთოდს ტონალური ზღურბლოვანი აუდიომეტრია წარმოადგენს. სმენის გამოკვლევის მიზანი სმენის სიმახვილის, მისი დაქვეითების ხასიათის, ხარისხის და ლოკალიზაციის განსაზღვრაა. კვლევა ბგერაგაუმტარ კაბინაში ჰაეროვანი და ძვლოვანი გამტარებლობის ტელეფონებით აღჭურვილი აუდიომეტრის გამოყენებით ხორციელდება. ჰაეროვანი და ძვლოვანი გამტარებლობის ზღურბლები უმეტესწილად 125-8000 ჰც სიხშირეების ზოლში ისაზღვრება. 500, 1000, 2000 და 4000 ჰც სიხშირეებზე სმენის ზღურბლთა საშუალო მაჩვენებლის მიხედვით სმენის დაქვეითება ოთხ ხარისხად დიფერენცირდება: მსუბუქი, ანუ პირველი ხარისხის – 25-40 დბ; საშუალო, ანუ მეორე ხარისხის – 40-60 დბ; მძიმე, ანუ მესამე ხარისხის – 60-80 დბ; უმძიმესი, ანუ მეოთხე ხარისხის – 80 დბ-ზე მეტი. ზღურბლოვანი ტონალური აუდიომეტრიის მეშვეობით იმის დადგენაც არის შესაძლებელი, დარღვეულია თუ არა ყურში ბგერის გატარება – კონდუქტიური ტიპის სმენის დაქვეითება, თუ  ყურის რეცეპტორულ-ნევრალური აპარატი არის პათოლოგიურად შეცვლილი – სენსონევრალური ტიპის სმენის დაქვეითება, თუ ორივეს ერთად აქვს ადგილი – კომბინირებული, ანუ შერეული ტიპის სმენის დაქვეითება.

ცალკეულ შემთხვევებში სმენის ზღურბლთა მნიშვნელობების დადგენა უფრო მაღალ სიხშირეებზეც ხდება საჭირო. მაღალსიხშირული აუდიომეტრია უმეტესწილად მაშინ მოიხმობა, როცა ძირითად აუდიომეტრიულ სიხშირეებზე სმენის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, მაგრამ პაციენტი ყურებში ხმაურს უჩივის. მაღალსიხშირული აუდიომეტრია იმ მიზნითაც ტარდება, რათა სმენის სენსონევრალური პათოლოგია ადრეულადვე გამოვლინდეს და სათანადო პროცედურების მოხმობით პროცესის უარყოფით დინამიკის პრევენცია მოხდეს.

ტონალური აუდიომეტრიის პარალელურად, როგორც წესი, აკუსტიკურ იმპედანსომეტრიასაც მიმართავენ. იმპედანსომეტრია შუა ყურის აკუსტიკური იმპედანსის, ანუ წინაღობის განსაზღვის ობიექტურ მეთოდს წარმოადგენს. ტიმპანომეტრიით შუა ყურის ისეთი პათოლოგიების გამოვლენა ხდება, როგორებიცაა, მაგალითად, ექსუდაციური ოტიტი, ადჰეზიური ოტიტი, ევსტაქიტი, ოტოსკლეროზი, სასმენი ძვლების ჯაჭვის დარღვევა. მეთოდი შუა ყურის კუნთების რეფლექსურ შეკუმშვებსაც აფიქსირებს და, ამდენად, კუნთების ინერვაციაში თავის ტვინის შესაბამისი ნერვების და ტვინის ღეროს შესაბამისი სტრუქტურების შესახებ ობიექტურ ინფორმაციას იძლევა.


  • რა ღირს მომსახურება?
  • წინასწარ ჩაწერა თუ ხდება?
რა ღირს მომსახურება?
წინასწარ ჩაწერა თუ ხდება?

არ არის აუცილებელი, მაგრამ დიახ შეგიძლიათ წინასწარ ჩაეწეროთ, ამისთვის უნდა დაგვირეკოთ ვებ-გვერდზე მითითებულ ნომერზე

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.
logo-white-foot

შპს აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში აუდილოგიური პროფილის დიაგნოსტიკური, საპრევენციო, საჰიბილატაციო-სარეჰიბილიტაციო პროცედურები ხორციელდება.

უახლესი სიახლეები

    2017-18. ყველა უფლება დაცულია.