მედიცინის აკადემიური დოქტორის ნათია სვანიძის ჩართულობით აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში სმენის დაქვეითების მიზეზის დადგენა და სათანადო კომპლექსური მკურნალობის კურსის შერჩევა წარმოებს. კონკრეტულად, სენსონევრალური ხასიათის სმენის მწვავე დაქვეითების რეჰაბილიტაცია, ანუ ნაწილობრივი თუ სრული აღდგენა ხდება. ბლოკირდება აგრეთვე სმენის დაქვეითების უარყოფით დინამიკა. სმენის დაქვეითების ფაქტორის დადგენის შემთხვევაში კომპლექსური მკურნალობის შერჩევისას სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტების ჩართვაც ხდება: ოტოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ანგიოლოგი, ნეიროქირურგი, ფსიქოლოგი.
განსაკუთრებული ყურადღება სენსონევრალური ტიპის სმენის დაქვეითებასთან ასოცირებულ ან მისგან დამოუკიდებლად არსებულ ტინიტუსის ანუ ყურის ხმაურის დიაგნოსტირებას და რეჰაბილიტაციას ექცევა. უცხოეთის კლინიკების გამოცდილებებზე დაყრდნობით, სხვადასხვა მედიკამენტებით ინტრავენური ტრანსფუზიები შეირჩევა, რომლებიც სმენის რეჰაბილიტაციას, სმენაჩლუნგობის უარყოფითი დინამიკის შეჩერებას, ყურის წუილის ბლოკირებას ემსახურება.
რეჰაბილიტაციის მეთოდების შერჩევა არა მხოლოდ სმენის მწვავე დაქვეითების, არამედ ქრონიკული პროცესების დროსაც წარმოებს, რამეთუ სენსონევარალური ტიპის სმენის დაქვეითება უმეტესწილად პროგრესულ ხასიათს ატარებს.
სმენის გამოკვლევის პროცესში მეტყველებითი აუდიომეტრიაც მოიხმობა, რომელიც მეტყველების გარჩევადობის ზღურბლის განსაზღვრას ეფუძნება. (სხვათა შორის, მეტყველებით აუდიომეტრია საქართველოში მხოლოდ აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს.
მეტყველებით აუდიომეტრია გამოიყენება:
1. სმენის დაქვეითების ხარისხის და ტიპის განსაზღვრისათვის;
2. სიტყვათა აღქმის უნარის შესაფასებლად;
3. სამეტყველო სტიმულების ტოლერანტულ და დისკომფორტულ დონეთა განსაზღვრისათვის.
არ არის აუცილებელი, მაგრამ დიახ შეგიძლიათ წინასწარ ჩაეწეროთ, ამისთვის უნდა დაგვირეკოთ ვებ-გვერდზე მითითებულ ნომერზე