ლაბორატორიის ხელმძღვანელი:
თინათინ ცერცვაძე
ლაბორატორიაში მუშაობენ:
ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტები – მაკა ქველაძე, ნინო ბუიშვილი, ცირა ელიავა.
ჩვენი მიზანია, პაციენტებმა მიიღონ კომფორტული და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი დიაგნოსტიკური სერვისი. ჩვენი პრიორიტეტებია: ხარისხი, პროფესიონალიზმი, სისწრაფე და კომფორტი.
აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიაში ტარდება ორმოცდაათზე მეტი სახის კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა მსოფლიო ლიდერი კომპანიების: სისმექსის (იაპონია) (sysmex xs 500i), ჰუმანას (გერმანული) (Human biochemistry and human immunology analyzer) და მიტიკის (აშშ) (Mythic 18 Haematology Analyser) ნახევრად ავტომატურ და ავტომატურ კომპიუტერიზებულ სადიაგნოსტიკო ანალიზატორებზე, რომლებიც ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ლაბორატორია იყენებს შესაბამისი მწარმოებლების ორიგინალურ ტესტ-სისტემებსა და სახარჯ მასალებს.
საერთო კლინიკური გამოკვლევები:
ბიოქიმიური გამოკვლევები:
ჰემოსტაზის და სისხლის შედედების სისტემის გამოკვლევა:
სეროლოგიური გამოკვლევები:
ჰორმონების და ონკომარკერების გამოკვლევა
ლაბორატორია გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:
ლაბორატორიაში მოსულ პაციენტს პროფესიონალთა გუნდი და კომფორტული გარემო ხვდება, რაც პაციენტების ნდობას კიდევ უფრო აძლიერებს.
კლინიკის დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას გააჩნია სამედიცინო საინფორმაციო სისტემა, რომელიც იძლევა პაციენტის ელექტრონული რეგისტრაციისა და შედეგების შენახვის საშუალებას. დაცულია პაციენტის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა.
ლაბორატორიაში ტარდება როგორც ყოველდღიური შიდა ხარისხის, ასევე საერთაშორისო გარე ხარისხის კონტროლი. ლაბორატორიას მიღებული აქვს გარე ხარისხის კონტროლის სერტიფიკატი. – ESfEQA certificate of participation (The European Society for external quality assessment).