Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.



ინფორმაცია

ჩვენი კლინიკის შესახებ


სამედიცინო-სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა:

შპს აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში აუდილოგიური პროფილის დიაგნოსტიკური,საპრევენციო, საჰიბილატაციო-სარეჰიბილიტაციო პროცედურები ხორციელდება. სისტემატიურად ტარდება, კერძოდ, სუფთა ტონებით აუდიომეტრია იმპედანსომეტრია-ტიმპანომეტრია, მეტყველებითი აუდიომეტრია. გამასაშუალებელი  კომპიუტერული სისტემებით რეგისტრირებული სმენის გამოწვეული პოტენციალებით კომპიუტერული(ობიექტიური) აუდიომეტრია რეალიზდება. სრულდება სმენის სკრინინგი, კომპიუტერული ვერსტიბულომეტრია. ტვინის ღეროს სმენის პასუხის კომპიუტერული ჩანაწერებით რეტროკოხლეაური პათოლოგიები დიაგნოსტირდება. სმენადაქვეითებულთა-მეტყველებადაქვეითებულთა ჰაბილიტაციის-რეჰაბილიტაციის მიზნით ლოგოპოდიური სამსახური მოიხმობა. წარმოებს მწვავე სმენაჩლუნგობის, ტინიტუსის, ანუ ყურის ხმაურის მკურნალობა. მედიკამენტთა სპეციალური კომპლექსების ინტრავენური ტრანსფუზიებით ქრონიკულ სმენაჩლუნგებში სმენის შემდგომი დაქვეითება პრევენტირდება.

კოხლეაურული იმპლატანციისთვის სმენადაქვეითებულთა კონტინგენტი სელექტირდება. რეციპიენტებში იმპლანტები რეგულირდება. ჩამოთვლილ ღონისძიებათგან უმეტესობა საქართველოს, მეტიც, მთელი კავკასიის რეგიონის მთელი მასშტაბით მაღალკვალიფიციურად და კომპლექსურად მხოლოდ ცენტრში ხორციელდება. სამედიცინო-დიაგნოსტიკური საქმიანობის პარალელურად, ცენტრში თეორიული, ძირითადად გამოყენებითი ფიზიოლოგიის სფეროს აუდიოლოგიურ-ვესტიბულოლოგიური მიმართულების მეცნიერული კვლევა წარმოებს. სმენის ფუნქცია, კერძოდ, ნორმაშიც და პათალოგიებისასაც შეისწავლება. აუდიოლოგიური სტატუსი სუბიექტურადაც და ობიექტურადაც, კერძოდ, ოტოაკუსტიკური ემისიის და სმენის გამოწვეული პოტენციალების კომპიუტერული რეგისტრაციის მეთოდების გამოყენებით დგინდება. ცენტრის  ბაზაზე სადისერტაციო ნაშრომებიც სრულდება. ცენტრის თანამშრომელთა მიერ გაკეთებული მოხსენებათა დიდი ნაწილი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებს წარედგინება. ცენტრში 400-მდე სამეცნიერო ნაშრომი არის შესრულებული. მათგან 200-ზე მეტი ინგლისურ და გერმანულ ენებზე არის გამოქვეყნებული, მათ შორის, მაღალი იმპაქტ-ფაქტორის საერთაშორისო სამეცნიერო პერიოდიკაში, მაგალითად, ჟურნალებში: Nature, Electroencephalography and Clinical Neurophysiology, Physiology of Behaviour,  Audiology,  American Journal of Otology, Ear and Hearing, Hearing Research, NHO Praxis, Minerva Otorinolaryngologica, Archives of Oto-Rhino-Laryngology, NHO,  Scandinavian Audiology, ORL, Audiologysche Akustik, Otorinolaryngology & Phoniatry,  European Archieves of ORL, Head and Neck Surgery, Schnecke, Ear and Hearing, Laryngo-Rhino-Otology, Journal of Hearing Science. მრავალწიალინი შრომის შედეგად სმენის სისტემის მოქმედების ბევრი პრინციპი გაირკვა და ფუნქციონერების ბევრ მექანიზმს აეხადა ფარდა. სმენის ჰაბილიტაციის და რეჰაბილიტაციის ინსტიტუტის დაარსება საქართველოში, მისი დადებითი დინამინკა მნიშვნელოვანწილად ცენტრს უკავშირდება. სხვადასხვა საქველმოქმედო და  სამედიცინო ორგანიზაციებთან კავშირში ცენტრის მიერ სემინარების გერმანიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან მოვლინებული სპეციალისტების   სასწავლო-საოპერაციო კურსების ჩატარების ორგანიზაციაში არის რეგულარულად ჩართული. მრავალწლიანი და მჭირდო კავშირები აქვს ცენტრს გერმანიის, კერძოდ, მაგდებურგის, დრეზდენის, ჰალბერშტადტის ,კიოლნის აუდიოლოგიურ-ოტორინოლარინგოლოგიურ დაწესებულებებთან. ცენტრის თანამშრომლების მიერ საზღვარგარეთის, ძირითადად გერმანელ კოლეგებთან თანაავტორობით 150-მდე სამეცნიორი ნაშრომი არის შესრულებული,უმეტესწილად ინგლისურ და გერმანულ ენაზე.


ჩვენი ლაბორატორია


შეკითხვები გაქვთ?

დაგვირეკეთ

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.
logo-white-foot

შპს აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში აუდილოგიური პროფილის დიაგნოსტიკური, საპრევენციო, საჰიბილატაციო-სარეჰიბილიტაციო პროცედურები ხორციელდება.

უახლესი სიახლეები

    2017-18. ყველა უფლება დაცულია.