Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.


ექიმი-ფონიატრი

ირინა ქაცარავა

ირინა ქაცარავა

საკონტაქტო ინფორმაცია


+(995) 551 190 167+(995) 597 588 538

info@audiology.ge

10:00 – 16:00


აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში საქართველოში და ამიერკავკასიაში ერთადერთი ფონიატრიისა და ხმის რეჰაბილიტაციის განყოფილება ფუნქციონირებს. მას ევროპის ფონიატრთა ასოციაციის წევრი, ექიმი-ფონიატრი ირინა ქაცარავა ხელმძღვანელობს. განყოფილება საერთაშორისო სტანდარტების აპარატურით არის აღჭურვილი და კვალიფიციური პერსონალი ჰყავს. თავად ირინა ქაცარავამ სტაჟირება მსოფლიოს გამორჩეულ ფონიატრიულ დაწესებულებებში გაიარა. განყოფილებაში ხორხის დაავადებათა დიაგნოსტიკა უახლესი აპარატურით, მათ შორის, ვიდეოლარინგოსტრობოსკოპით წარმოებს. აქვე ხმა აკუსტიკურად ანალიზდება. შესაბამის კვლევას ხმის თერაპევტი თამარ დავითაშვილი აწარმოებს, რომელიც რეჰაბილიტაციის პროცესებშიც არის უშუალოდ ჩართული. ხმის პათოლოგიათა ობიექტური დიაგნოსტიკა და კვალიფიციური მკურნალობა ხმის პროფესიონალებისათვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი: მომღერლები, მასწავლებლები, ლექტორები, ხმამაღლამოლაპარაკეები.

აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში ხმის ნებისმიერი პათოლოგიის, მათ შორის, პოსტოპერაციულის დიაგნოსტიკა და რეჰაბილიტაცია ხორციელდება. მკურნალობის პროცედურთაგან მოიხმობა: ხორხის ელექტროთერაპია, ლაზეროთერაპია, ულტრაბგერითი თერაპია, ხმოვანი იოგების ლოკალური მედიკამენტოზური თერაპია. ყველა პროცედურა თანამედროვე მიდგომებით რეალიზდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ელექტროფონოპედიური სტიმულაციის მეშვეობით განხორციელებული ხორხის პარეზის, ანუ დამბლისშემდგომი რეჰაბილიტაცია. ექიმი-ფონიატრი ირინა ქაცარავა მუდამ მზადაა, დაეხმაროს ყველას, ვისაც ესა თუ ის ფონიატრიული დახმარება ესაჭიროება.


Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.
logo-white-foot

შპს აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში აუდილოგიური პროფილის დიაგნოსტიკური, საპრევენციო, საჰიბილატაციო-სარეჰიბილიტაციო პროცედურები ხორციელდება.

უახლესი სიახლეები

    2017-18. ყველა უფლება დაცულია.